ეუთო/ოდირი 2012 - 2022

16 სექტემბერი, 2022

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთოს/ოდირი) მისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მხარს უჭერს პოლიტიკური ფინანსების ეფექტიანი მონიტორინგის პროცესს.

მიღწეული შედეგები:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის მხრიდან გაწეული რეკომენდაციების შედეგად პოლიტიკური ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები, ასევე დაიხვეწა საარჩევნო კამპანიის წარმოება და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმდინარეობა.
  • დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტისა და ღია საზოგადოებრივი ფორუმის ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრაზე ლატვიის, ინდოეთისა და საქართველოს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაზიარდა მონაწილე ქვეყნებში არსებული პრაქტიკა.