დეკლარაციები
- პოლიტიკური პარტიის მიერ წლიური დეკლარაცია, სარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში, ინფორმაცია ნებისმიერი სახის შემოწირულების მიღების და საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის შესახებ უნდა შეივსოს საიტზე წარმოდგენილი ფორმის მიხედვით.
- პარტიას/განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირს/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს/ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს ფინანსური ანგარიშების ფორმები და სხვა წერილობითი დოკუმენტები წარმოადგინოს მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით.
- ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული ხელმოწერა უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ელექტრონული დოკუმენტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: documents@acb.gov.ge.
- წლიური საფინანსო დეკლარაცია და საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) ანტიკორუფციული ბიუროს ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე documents@acb.gov.ge, ისე ელექტრონული ფორმით (Excel) ამავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
- შემოწირულების/საწევრო შენატანის, საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციისა და პოლიტიკური რეკლამის წინასწარი ანგარიშსწორების წესით შესყიდვის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) ბიუროს ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: documents@acb.gov.ge, ასევე შეივსოს ელექტრონულად − პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ელექტრონული დეკლარირების პროგრამაში: fms.acb.gov.ge.