საქმიანობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით" და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
კანონით მონიჭებული მანდატის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეფექტიანი კომუნიკაციის მეთოდების საშუალებით მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რაც ინფორმაციის სწრაფად მიღებისა და ანალიზის პროცედურას მნიშვნელოვნად აადვილებს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დეტალურად არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც პოლიტიკურ პარტიებს ევალებათ. ყველა ქმედება, რომელიც კანონის რეგულაციათა გვერდის ავლით განხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამდენად, ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვებ-გვერდზე განათავსებს და პერიოდულად განაახლებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საინტერესო დეტალურ ინფორმაციას. ასევე, შეიმუშავებს ინფორმაციის მიღების ფორმებს ცხრილების სახით, რაც ემსახურება პოლიტიკური პარტიების მიერ კანონით სავალდებულო ინფორმაციის მოწოდების გაადვილებას.