არასამთავრობო სექტორთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

8 ოქტომბერი, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან  საკონსულტაციო  შეხვედრა გაიმართა. 

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის  უფროსმა ბესიკ ქოჩიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების შემოსავლებისა და ხარჯების რვათვიანი მონიტორინგის შედეგები და სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.  

შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტმა ასევე წარადგინა ინფორმაცია იმ რეაგირებების შესახებ, რომელიც მომართვების შემდეგ განხორციელდა. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს საარჩევნოდ  სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრას   საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)   ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი,  სამოქალაქო პლატფორმა 20/20, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, სამოქალაქო ჩართულობის და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი,  განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD),  საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), თავისუფალი არჩევანი, ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი ესწრებოდნენ. 

საარჩევნო თემასთან დაკავშირებული საკონსულტაციო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან ინტენსიურად  გაიმართება.