სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

4 ოქტომბერი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კომისიის წევრებმა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებზე მონიტორინგის მონაცემები წარმოადგინეს. ასევე იმსჯელეს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათ შორის, პარტიების შემოწირულებების, დეკლარაციების წარდგენის, წინასაარჩევნო ხარჯების, რეკლამების დაფინანსებისა და სხვა საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრაში 9 არასამთავრობო ორგანიზაციის და სადამკვირვებლო სტატუსით მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES); „ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.