სამუშაო შეხვედრა ელექტრონული პროგრამირების დანერგვასა და მართვის სისტემასთან დაკავშირებით

25 აპრილი, 2016

დღეს, 25 აპრილს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისათვის  სამუშაო შეხვედრა და კონსულტაციები  გაიმართა  ელექტრონული  პროგრამების  დანერგვისა  და  მართვის  სისტემის თემასთან  დაკავშირებით.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა  სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) ერთობლივი  ორგანიზებით განხორციელდა, რომელიც უზრუნველყოფს შვედი და ესტონელი ექსპერტების  ვიზიტს  საქართველოში  და  მათი  გამოცდილების  გაზიარებას.