პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

29 ივლისი, 2014

დღეს, 29 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პერიოდში მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოები და სტატისტიკური ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.