პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის განცხადება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 3 ივლისის განკარგულების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური 2014 წლის 12 ივლისს გაიმართება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო აუდიტის სამსახური „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე არჩევნების მეორე ტურში მონაწილე პარტიებს არაუგვიანეს 18 ივლისისა ფინანსური ანგარიშის წარმოდგენას სთხოვს. არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული ანგარიში უნდა მოიცავდეს პერიოდს 15 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით.
გარდა ამისა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მოთხოვნების თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა იქნეს წარდგენილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ორივე ტურის სრული პერიოდის ფინანსური ანგარიში აუდიტორულ დასკვნასთან ერთად (14 აპრილიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების დღის მდგომარეობით).
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნულ საინფორმაციო წერილებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს გაუგზავნის.