მონიტორინგის სამსახურის განცხადება
17
იანვარი,
2014
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნების პერიოდში საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგად დაასრულა მოკვლევა 6 ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
აღნიშნული ოქმები შედგენილია შემდეგ საკითხებზე:
- პრეზიდენტობის კანდიდატების ქართლოს ღარიბაშვილის მიერ 3 კვირიანი და საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების წარმოუდგენლობა, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით;
- პრეზიდენტობის კანდიდატების მამუკა მელიქიშვილის მიერ 3 კვირიანი და საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების წარმოუდგენლობა, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით;
- პრეზიდენტობის კანდიდატების ნესტან კირთაძის მიერ საარჩევნო პერიოდის დეკლარაციის წარმოუდგენლობა, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით;
- პრეზიდენტობის კანდიდატის ნესტან კირთაძის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის ოპერაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებართვის გარეშე, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო რეკლამის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების დამალვა (32 318 ლარის ოდენობით), ითვალისწინებს მიღებული შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმას.
მონიტორინგის სამსახური კვლავ აგრძელებს გასული პერიოდისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას, რადგანაც სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობა და პოლიტიკურ პროცესებში უკანონო თანხების გამოყენების ხელშეშლა.
იხ. წინა განცხადება