ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება „ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზებით კახეთის მოსახლეობისთვის გამართული ღონისძიების შესახებ

2 აგვისტო, 2012

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2012 წლის 31 ივნისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით ქ.გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფუძვლიანად შეისწავლის პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.