მონიტორინგის სამსახურის განცხადება კომპანია „პეესპე"-ს“ საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებით
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის კახაბერ ოქრიაშვილის ფარმაცევტული კომპანია „პეესპე"-ს საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეისწავლა იმ მიზნით, რომ მიეღო ამომწურავი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის თაობაზე.
შ.პ.ს. „პეესპე ფარმა" დაფუძნებულია 2003 წელს. დაფუძნებიდან 2011 წლის ბოლომდე კომპანია სხვადასხვა სახისსაქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.
2011 წლის ბოლოს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, კომპანიამ საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბები შეამცირა და 2012 წლის 30 მაისამდე ქველმოქმედების სახით დახმარება გაუწია მხოლოდ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას", „კათარზისს". ასევე რამდენიმე ფიზიკურ პირს, რომლებიც უკიდურესი აუცილებლობის გამო დახმარებას საჭიროებდნენ. საკითხის შესწავლის შედეგად კომპანიის მიერ პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედების განხორციელების ფაქტი არ დადასტურდა.
ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად დადგენილი შეზღუდვების არაპირდაპირ დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ორგანიზაციამ უარი თქვა საქველმოქედო საქმიანობაზე. ამ მიზნით განაახლა ასევე კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ქველმოქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციაც.