სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პარტიის წევრებისა და პედაგოგების დახურული შეხვედრების ორგანიზების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.
ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომლის გადამოწმება და შედარება მოხდა კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან და თავად პარტიის მიერ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილ ფინანსურ დეკლარაციასთან, რომელიც მოიცავდა პარტიის მიერ მიღებული და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე.
მიღებული დეტალური ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების და პედაგოგების შეხვედრების ორგანიზების დაფინანსება განხორციელდა თავად პარტიის ბიუჯეტიდან. მათ მიერ შეხვედრებისა და კონფერენციების ჩასატარებლად დაქირავებული დარბაზებისათვის გადახდილი თანხები ასახულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დეკლარაციაში, რომელიც მოიცავს პარტიის მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმა ციას.
სულ ხელშეკრულებები გაფორმებულია 5500 ლარის ღირებულების მომსახურებაზე. გაწეული ხარჯი უკვე ასახულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ მარტი-აპრილი-მაისის საანგარიშგებო პერიოდის ამსახველ დეკლარაციაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების კანონშესაბამისობის შესახებ.