მონიტორინგის სამსახურის განცხადება
9
ივლისი,
2012
ფინანსური მონიტორინგის სამსახური, „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შემოწმებას აგრძელებს.
გამოკითხვის მეორე ეტაპზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაცის წარმოდგენის მიზნით მოწვეულია 29 პირი.