მეთოდოლოგიის გზამკვლევის განხილვა
20
ივნისი,
2012
დღეს, 21 ივნისს, საქართველოს კონტროლის პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა „პოლიტიკური დაფინანსების მეთოდოლოგიის გზამკვლევის“ დოკუმენტი.
დოკუმენტის მიზანია, დეტალურად განისაზღვროს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, რათა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის პროცესი.
აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები კონტროლის პალატასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის რეგულარულად ტარდება.