მონიტორინგის სამსახურის განცხადება

30 მაისი, 2012

ფინანსური მონიტორინგის სამსახური ახორციელებს ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების შპს „ბურჯის“ და შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიმდინარე ავტოსატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების მონიტორინგს.


საკითხის შესწავლა განპირობებულია პოლიტიკური სუბიექტის საფინანსო დეკლარაციაში ფაქტობრივ ხარჯებთან შესაბამისობის თვალსაზრისით არსებული აუდიტორული რისკებით.

საქმე ეხება შპს „ბურჯის“ და შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ ჯამში 214 ერთეული, დაახლოებით 4 000 000 მილიონი ლარის ოდენობის სატრანსპორტო საშუალებების (ტოიოტა ჰაი ლუქსის, ჰიუნდაის, მერსედეს ბენცის მარკის ავტობუსების და აშ) შესყიდვას და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მომსახურების გაწევას.

მონიტორინგის პროცესში განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ღონისძიებები მათ შორის ცალკეულ პირთა გამოკითხვა.