მონიტორინგის სამსახურის განცხადება2012-05-23
საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პოლიტიკური სუბიექტების შემოსავლებისა და ხარჯების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნით, მათი ფინანსური საქმიანობის მონიტროინგს ახორციელებს.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქართველოს კონტროლის პალატისათვის ცნობილი გახდა, რომ ქ.რუსთავის საკრებულოს წევრმა თამაზ გველუკაშვილმა, რომელიც მუნიციპალიტეტში საქართველოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას ცხვარი და ღვინო დაურიგა საჩუქრად.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, კანონით მონიჭებული მანდატით გათვალისიწნებული ღონისძიებები განახორციელა და საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.