კონტროლის პალატის გამოხმაურება

13 მაისი, 2012

კონტროლის პალატა ყურადღებით გაეცნო მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებას ფონდ ,,ქომაგის“ დაარსებისა და მისი საქმიანობის მიზნების შესახებ.

კონტროლის პალატის აზრით, ეს განცხადება, რომლის სუბიექტები, შინაარსი და ფორმა პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული, დაუფარავად უშვებს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობას, რის გამოც იწვევს შეშფოთებას და მოითხოვს პრევენციულ რეაგირებას.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და კანონდარღვევის დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

კონტროლის პალატა მოუწოდებს სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე დაინტერესდნენ ამ განცხადებით, ვინაიდან პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების სისტემის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მათ აქტიურ ჩართულობაზე ამ პროცესში.