მონიტორინგის სამსახურის განცხადება
საქართველოს კონტროლის პალატამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ყველა პოლიტიკური სუბიექტისაგან გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე პერიოდში გაწეულ ფინანსურ ანგარიშბრუნვასთან დაკავშირებით. მათი ანალიზისა და დამუშავების შემდეგ, დაფიქსირდა როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი ხასიათის უზუსტობები და ხარვეზები. კერძოდ:
1. ახალი მემარჯვენეები
- არასწორად აქვს დადეკლარირებული საბიუჯეტო შემოსავალი 22,283.76 - მუხლი 1.1.3 - ის ნაცვლად უნდა იჯდეს 1.1.3.1 მუხლში, შესაბამისად 1.1.3 მუხლში უნდა აისახოს ჯამური თანხა 22,283.76 + 12,107.94 = 34,391.7. (ტექნიკური)
- არ აქვს წარმოდგენილი ვითიბი ბანკის ანგარიშის IBAN ნომერი. (ტექნიკური)
- არ არის დადეკლარირებული რესპუბლიკური პარტიის მიერ გადმორიცხული 709.36 ლარი (გატარებულია, როგორც საკომუნიკაციო ხარჯის ანაზღაურება)
- საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრიდან მიღებული სახსრების დიდი ნაწილი, კერძოდ 10,666 ლარი გატარებულია სხვა ხარჯებში (ბანკის ამონაწერიდან შეიძლება დასკვნა გაკეთდეს, რომ ამ თანხიდან 9437.95 ლარი გაიხარჯა საწვავის შესაძენად), თუმცა საწვავი არ არის მიკუთვნებული რომელიმე მივლინებას, ან რეგიონული პროექტის დაფინანსებას.
2. განახლებული საქართველოსთვის
- არ სრულდება საბალანსე ტოლობა: აქტივების მხარეს 51,012 ვალდებულებებისა და კაპიტალის მხარეს: 137,519.91
- ფორმა N7 საბალანსო ანგარიშგებაში 51,012.7 ლარი საკუთარი კაპიტალის ნაცვლად უნდა ეწეროს 35494,51 დაუფარავი ზარალი
- არ ემთხვევა აქტივების ნაშთი: 46,570 აქვს საბალანსო ფორმაში, ხოლი ფორმა N9-ში წარმოდგენილია 47,878 ლარი
- დადეკლარირებულია ზედმეტი საიჯარო ქირის ხარჯი, რომელიც არ დასტურდება საბანკო ამონაწერიდან;
- დეკლარაციაში არ ჩანს: აუდიტორის მომსახურება 200 ლარი
3. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო
- დადეკლარირებულია 23,774.3 ლარის შემოსავალი, საბანკო ამონაწერიდან კი ჩანს 28,290.3 ლარის შემოსავალი
- დადეკლარირებულია საკასო 22,984 ლარის ხარჯი, საბანკო ამონაწერიდან ჩანს 27,690.13 ლარის ხარჯვა
4. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- გასარკვევია ორი ტრანზაქცია
2/2/2012 | 5209.7 | ხარჯი | გასარკვევია | 4770145110001 სატრანზიტო ანგარიში სტერლინგი |
2/10/2012 | 5000 | ხარჯი | გასარკვევია | GE92LB0080000010030000 სალარო ლარში |
- გამოსათხოვია სალაროს ანგარიშგება (ხარჯების ნაწილის და 23 009 ლარი აქტივის შეძენის დასადასტურებლად)
5. კონსერვატიული პარტია
- დადეკლარირებულია 34616 ლარის ხარჯვა, ბანკში ჩანს 92847.2 ლარის ხარჯი
- შეცდომითაა შევსებული ფორმა N 9. პერიოდის დასაწყისში აჩვენებს ნაშთს ნულს, მოძრაობაც არ არის, ხოლო ნაშთი პერიოდის ბოლოს მატერიალური მარაგებისა არის 1,002,800, მაშინ როდესაც ამ მუხლის ჩაშლაში გვხვდება ერთადერთი ჩანაწერი „სხვა მატერიალური მარაგების“ გრაფაში 1,020,000. ასევე არ არის დადეკლარირებული საბალანსო ანგარიშგებაში მატერიალური მარაგების მუხლში.
6. ქართული დასი
- არ არის დაცული საბალანსე ტოლობა, საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში და პერიოდის ბოლოს პერიოდის დასაწყისში: აქტივები 444.65 ვალდებულებები და კაპიტალი 904.2 პერიოდის ბოლოს: აქტივების მხარეს არის 258 ვალდებულებების და კაპიტალის მხარეს კი მინუს 75
- ახალი დეკლარაციის ჯამური აქტივების და ჯამური ვალდებულებებისა და კაპიტალის მუხლები არ ედრება ძველი დეკლარაციის შესაბამის მუხლებს. 904.2 ლარი უნდა იყოს პერიოდის დასაწყისის ნაშთი აქტივებში
- არასწორად აქვს ნაჩვენები შემოსავალი და ხარჯები. საბიუჯეტო დაფინანსება გატარებული აქვს როგორც საარჩევნო კამპანიის შემოსავალი, მაშინ როდესაც საანგარიშგებო პერიოდში 01.01.2012-01.03.2012 არ ჩატარებულა არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანია. ამ შეცდომიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სახსრების ხარჯვაც ნაჩვენები აქვს სხვა ფორმაში.
- თანხა ხარჯებისათვის გააქვს პირადად ჯონდი ბაღათურიას ხელზე, შესაბამისად ხარჯვის არსებითი ნაწილის 11,795 ლარის დადასტურება შეუძლებელია დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე.
7. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
- დადეკლარირებული აქვს 48,431 ლარი მიღებული საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრიდან, რომლის მხოლოდ 19,699 ლარის ხარჯვაა გაშიფრული, ხოლო დანარჩენი თანხის ხარჯვა არ არის შესაბამის ფორმაში დადეკლარირებული
- საწევრო შენატანები პირდაპირ ირიცხება ხელფასის გამცემი ორგანოს ანგარიშიდან, შესაბამისად შემომწირველებად ფიქსირდებიან იურიდიული პირები. არცერთ საწევროს შენატანს არ აქვს მითითებული ანგარიშის ნომერი, ხოლო რამდენიმე მათგანი ნაღდი ფულით არის შეტანილი. კერძოდ, საბანკო ამონაწერში არ ჩანს 686 ლარის შემოსავალი
- არ აქვს საბარათე ანგარიშის ბრუნვა წარმოდგენილი
- ბანკის და დეკლარაციის ხარჯის თანხები არ ემთხვევა. იჯარა არ ემთხვევა - 1183 ლარი, არ აქვს საკომისიო შეყვანილი დეკლარაციაში - 117 ლარი. დაზღვევა, ავტო-ტექმომსახურება, საბურავების შეძენა - კონკრეტულ მუხლებში უნდა ყოფილიყო გაშიფრული. საშემოსავლო არის გასამიჯნი - ხელფასის და იჯარის.
- არ არის ნაჩვენები ფუნტი სტერლინგის ანგარიშზე ბრუნვა
- 1211 ანგარიშზე ნაჩვენებია 1672 ნაცვლად 2103
- ერთი საბანკო ანგარიში საერთოდ არ აქვთ წარმოდგენილი
- არ ემთხვევა მონაცემები საბალანსო ანგარიშგებასა და აქტივების უწყისში
8. ქართული ოცნება
- საბანკო ამონაწერში ფიქსირდება იჯარასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ტრანზაქცია (შპს ძველი უბანი-17524 ლარი) და არ არის წარმოდგენილი რეგიონული ოფისების იჯარის ხარჯები.
- ასეევე საბანკო ამონაწერში ფიქსირდება მხოლოდ გაზეთის ბეჭვდისა და გამოცემის ხარჯები (შპს საგამომცემლო ცენტრი საერთო სიტყვა - 130 000 ლარი) და არ ჩანს, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ფიზიკური პირების მიერ გაზეთების გავრცელება.
- წარმოდგენილი ინფორმაციებიდან საერთოდ გაურკვეველია ორგანიზაციის სიმბოლიკის ამსახველი მაისურების დამზადებისა და გავრცელების ხარჯები.
- აქტივების რეესტრი არასწორადაა შევსებული (ტექნიკური)
ასევე სხვადასხვა სახის ხარვეზები დაუდგინდათ დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებსაც. კერძოდ: ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნულ ფორუმს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სახალხო ფრონტს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მთლიანი საქართველოს", მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“, პარტია „საქართველოს გზას", საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას, საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას, საქართველოს მწვანეთა პარტიას, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს მშრომელთა საბჭოს", საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიას" მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართულ პარტიას", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება" (ჩვენები), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის პარტია", პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო", აიპ „რესპუბლიკური ინსტიტუტი“.
რადგან საქართველოს კონტროლის პალატის მიზანია დარღვევების პრევენცია, 2012 წლის 14 მაისს, დილის 12 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას პოლიტიკური სუბიექტების ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირებთან. შეხვედრის მიზანია ზემოთაღნიშნული ხარვეზების გასწორება, რათა საზოგადოებამ მიიღოს არსებითი უზუსტობებისაგან თავისუფალი ანგარიში საქართველოში პოლიტიკური დაფინანსების შესახებ