სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არასამთავრობო სექტორთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

17 სექტემბერი, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. 

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ქოჩიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა და 2020-2021 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული აქტივობები და წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მონიტორინგის შედეგები გააცნო. ასევე ისაუბრეს იმ ცვლილებებზე, რომელიც წელს გენერალური აუდიტორის ბრძანებით, საარჩევნო სუბიექტების ანგარიშგების ფორმებში შევიდა.

2021 წლის ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური 42 პოლიტიკურ პარტიასა და 74 დამოუკიდებელ კანდიდატს უწევს მონიტორინგს. 

არასამთავრობო ორგანიზაციებს წარედგინათ ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების დეკლარაციების და მათი მონიტორინგის სტატუსების შესახებ. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას სუბიექტების შემოსავლებზე, შემოწირულებებსა და ხარჯებზე - როგორც 2021 წლის განმავლობაში, ისე წინასაარჩევნოდ.  

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს 2020-2021 წლებში სასამართლოში გადაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღევევების ფაქტებზე. არასამთავრობო სექტორისთვის საინტერესო იყო ინფორმაცია  შემოსავლების სამსახურიდან შემომწირველების შესახებ  გამოთხოვილი მასალების სტატუსზე.

არსამთავრობო სექტორიდან ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნები“, სამოქალაქო პლატფორმა 20/20, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის.