ევროპის საბჭო 2012 – 2021

14 სექტემბერი, 2022

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის მიმართულებით სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება პარტიების ფინანსური მონიტორინგის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ინსტიტუციური განვითარებისათვის.

მიღწეული შედეგები:

  • „ფული პოლიტიკაში“ გამართულ რეგიონულ კონფერენციებზე გაიზარდა ცნობადობა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის შესახებ.
  • დაინერგა პოლიტიკურ ფინანსებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზისთვის ელექტრონული პროგრამა და გაძლიერდა ანალიტიკური პლატფორმა.
  • განხორციელდა საჩივრების რეგისტრაცია პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის უკეთ წარმართვის მიზნით.
  • დაფინანსდა ვებ-პლატფორმის fms.sao.ge შექმნა, რომელიც წერილის ელექტრონულად მიღების საშუალებას იძლევა. აღნიშნულმა გაამარტივა მონიტორინგის პროცესი.
  • შეიქმნა ძველ ფორმატში არსებული მონაცემების ციფრული ვერსიები, რამაც უზრუნველყო ინფორმაციის ღიაობა.
  • ითარგმნა ყველა მონაცემი და დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე, რითაც საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს (CoE, OSCE, IFES, IDEA, IDI, IRI) სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის უკეთ გაცნობის საშუალება მიეცათ.
  • ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რამაც გაზარდა ცნობადობა მონიტორინგის შესახებ.
  • გაიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სასწავლო ვიზიტები ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე მუშაობის შესახებ.
  • დისტანციურ ტრენინგზე თანამშრომლებს გაეზიარათ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო გამოცდილება.