ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გაეცნო

14 ოქტომბერი, 2021

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მეორედ ეწვია − ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგის შედეგების გასაცნობად. 

დელეგაციის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მომზადებული შუალედური ანგარიში გააცნეს და  მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სტატუსების შესახებ. 

სადამკვირვებლო მისიის დელეგაციისთვის საინტერესო იყო  ღონისძიებები, რომელთაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს ზოგიერთი შემოწირულების  შესწავლის მიზნით, ასევე  საარჩევნო  სუბიექტების მხრიდან დარღვევების საპასუხოდ. 

OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია აკვირდება მეორე ტურის წინ მიმდინარე პროცესსაც და როგორც საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა, ელიზავეტ კარაგიანიდუმ აღნიშნა, არჩევნების გამჭვირვალობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბოლოო დასკვნა.