ENEMO-ს მისია არჩევნების მონიტორინგის სტატუსს გაეცნო

15 ოქტომბერი, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეწვია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა  მისიის წარმომადგენლებს სამსახურის მანდატის და არჩევნების მონიტორინგის სტატუსის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ENEMO-ს მისია საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს ახორციელებდა.