შუალედური არჩევნების დროს ინფორმაციის წარმოდგენის განრიგი
შუალედური არჩევნების დროს ინფორმაციის წარმოდგენის განრიგი
2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწოდებს დროულად დარეგისტრირდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით დადგენილი წესით.
აღნიშნული რეგულაციების შესაბამისად ყველა სუბიექტი ვალდებულია:
- გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
- დაუყოვნებლივ წარმოადგინოს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების, ფონდის მმართველისა და ბუღალტერის შესახებ ინფორმაცია
- დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში სუბიექტი ვალდებულია ან დააფუძნოს არასამეწარმეო იურიდიულ პირი ან კანდიდატის სახელზე გახსნას ახალი საბანკო ანგარიში
- წარმოადგინოს საარჩევნო პერიოდის ანგარიშები შემდეგი გრაფიკით:
- საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში:
- ინფორმაცია მიმდინარე წლის 20 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით - 12 აპრილს;
- ინფორმაცია 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - 3 მაისს;
- ინფორმაცია 1 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით - 22 მაისს;
- ინფორმაცია 20 მარტიდან 19 მაისის ჩათვლით - წარმოდგენილ უნდა იქნეს 6 ივნისამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა);
- 20 მარტიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია - შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა).
- მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში:
- ინფორმაცია მიმდინარე წლის 30 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით - 3 მაისს;
- ინფორმაცია 1 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით - 22 მაისს;
- ინფორმაცია 30 მარტიდან 19 მაისის ჩათვლით - წარმოდგენილ უნდა იქნეს 6 ივნისამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა);
- 30 მარტიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია - შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა).
დეკლარაციები წარმოდგენილი უნდა იქნას წერილობით მითითებული ოფისის მისამართზე და ელექტრონული ფორმით (Excel) - ელექტრონული ფოსტის მისამართზე – monitoring@sao.ge
ანგარიშგების ფორმები განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://monitoring.acb.gov.ge/declarations/forms
დამოუკიდებელი კანდიდატის საფინანსო დეკლარაციის ფორმები
პოლიტიკური პარტიებისთვის - საარჩევნო პერიოდის ფინანსური დეკლარაციის ფორმები
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე ან შესაძლებელია მიიღოთ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის შემდეგი საკონტაქტო საშუალებების გამოყენებით:
ტელეფონის ნომრები: 2 43-81-53 (ცხელი ხაზი); 2 43-81-54
ელ.ფოსტა: monitoring@sao.ge