1 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებმა 14მილიონ ლარამდე დახარჯეს
21
ნოემბერი,
2018
2018 წლის 1 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ გაწეულმა ხარჯმა ჯამში 13,839,319 ლარი შეადგინა.
ყველაზე მეტი ხარჯი - 6,351,949 ლარი სალომე ზურაბიშვილმა გასწია, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც 1,133,536 ლარის ხარჯი უფიქსირდება, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ 1,026,784 ლარი დახარჯა.
აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც საბიუჯეტო დაფინანსებასა და შემოწირულებებს, ასევე სხვადასხვა კატეგორიის ხარჯს. დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ (monitoring.acb.gov.ge/declarations/elections/2018-president-elections)