დროებითი საკონსულტაციო კომისია წინასაარჩევნო მონიტორინგს განახორციელებს
„პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის“ ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით, მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნა და მიზნად ისახავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის განხორციელებას დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე, რომელიც 20-მდე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, წინაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრაში პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საკონსულტაციო კომისია, მუშაობას 2018 წლის დეკემბერში დაასრულებს.