2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სტატისტიკა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი, რომელმაც სამსახურის გადაწყვეტილებით მოიცვა 1 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
ანგარიშის მიხედვით წარმოდგენილია ინფორმაცია სააგნარიშგებო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ განხორციელებული ხარჯებისა და შემოსავლების, სამსახურში შემოსული საჩივრებისა და მონიტორინგის შედეგების შესახებ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებულ რეაგირებებზე.
ჯამში პოლიტიკური პარტიების მიერ დახარჯულია 27,270,568 ლარი:
- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 17,600,948 ლარი.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 2,078,378 ლარი.
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1,523,360 ლარი.
- ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1,484,891 ლარი.
ჯამში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა შემოწირულებამ შეადგინა 16,418,892 ლარი:
- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 14,815,653 ლარი.
- ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 951,834 ლარი.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 122,496 ლარი.
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 66,392 ლარი.
იხ. სრული ანგარიში.