შეხვედრა ეუთო-ს საარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან

20 ოქტომბერი, 2017

დღეს, 20 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიდინარეობის საკითხები და სამომავლო გეგმები. მისიის ხელმძღვანელმა,  კორინ იორკერმა ხაზი გაუსვა სადამკვირვებლო მისიისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციის მნიშვნელობას და მადლობა გადაიხადა  განხორციელებული თანამშრომლობისთვის.