სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით წარსადგენი ინფორმაციის გრაფიკი გამოაქვეყნა
27
თებერვალი,
2018
საქართველოს პარლამენტის ვანი-ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს, დროულად დარეგისტრირდნენ და წარმოადგინონ საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია:
- გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
- დაუყოვნებლივ წარმოადგინოს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების, ფონდის მმართველისა და ბუღალტრის შესახებ ინფორმაცია (ნიმუში)
- დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში სუბიექტი ვალდებულია დააფუძნოს არასამეწარმეო იურიდიულ პირი ან კანდიდატის სახელზე გახსნას ახალი საბანკო ანგარიში
სამკვირიანი და საარჩევნო პერიოდის დეკლარაციის (ფორმები) წარმოდგენის გრაფიკი:
- მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით ინფორმაცია - 21 მარტს;
- 19 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით ინფორმაცია - 13 აპრილს;
- 9 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ინფორმაცია - 2 მაისს;
- 26 თებერვლიდან 28 აპრილის ჩათვლით ინფორმაცია - წარმოდგენილი უნდა იქნას 16 მაისამდე (იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, რომელმაც წინასწარი მონაცემებით მიიღო საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა)
- 26 თებერვლიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე პერიოდის ინფორმაცია - არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა)
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:
https://monitoring.acb.gov.ge/declarations/elections/by-elections
ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: (995 32)243-81-53ან243-81-54