საარჩევნო სუბიექტების აგვისტოს შემოწირულებების სტატისტიკა

6 სექტემბერი, 2017

2017 წლის აგვისტოს თვეში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 4,869,215.92 ლარი შეადგინა.

2017 წლის აგვისტოს თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 4,555,993.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 287,440 ლარით, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მესამე ადგილზეა 9,770 ლარის შემოწირულებით.

აგვისტოში 7000 ლარი მიიღო „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩი“, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული აქვს 5,330 ლარი.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე საწევრო შენატანებს. დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემოწირულებების ველში (www.monitoring.acb.gov.ge/donations) ან საძიებო სისტემის საშუალებით (www.monitoring.acb.gov.ge)