გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის პრეზენტაცია საარჩევნო თემატიკის კონფერენციაზე

13 მარტი, 2017

დღეს, 13 მარტს,  ევროპის საბჭოს  საქართველოსთვის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და სააარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია თემაზე:  „საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები“.

კონფერენციის მონაწილეებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული გამოცდილება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში განიხილეს და იმსჯელეს საარჩევნო პროცესის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ.

აღნიშნულ კონფერენციაზე პრეზენტაცია  წარადგინა სახელწიფო  აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შესახებ.

„ასეთი სახის არჩევნების შემდგომი კონფერენციები,  საარჩევნო პროცესის ყველა მხარეს საარჩევნო კანონმდებლობის, გარემოს გაუმჯობესებისკენ და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ხაზგასმული პრობლემების ეფექტიანი გადაჭრის გზების შესახებ კონკრეტულ მსჯელობაში ჩართვის შესანიშნავ საშუალებას სთავაზობს“ - განაცხადა კრისტიან ურსემ, საქართველოს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა

იხ. პრეზენტაცია