არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

10 მარტი, 2017

არასამთავრობო ორგანიზაციებმა- „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშები გამოაქვეყნეს.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად არის შეფასებული ორივე ორგანიზაციის მიერ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა პოზიტიურად შეაფასა: „აუდიტის სამსახური ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილავდა წარდგენილ საჩივრებს“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშნელოვანად თვლის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“მიერ მომზადებულ ანგარიშებს და მათ რეკომენდაციებს. შესაბამისად, აგრძელებს თანამშრომლობას როგორც აღნიშნულ, ასევე არჩევნების მონიტორინგში ჩართულ ყველა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.