ტრენინგები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის

21 იანვარი, 2017

21 თებერვალს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით შედგა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ელექტრონული დეკლარირების პროგრამის პრეზენტაცია და ტრენინგი წლიური ანგარიშების დეკლარირებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე წარდგენილ იქნა ელექტონული პროგრამა, რომელიც მომზადდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით და უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების ანგარიშების სწრაფად და მარტივად წარმოდგენასა და მის გამჭვირვალობას.