ფორუმი „ფული პოლიტიკაში“.
16 ნოემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა მონაწილეობა მიიღო უკრაინაში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებულ ფორუმში „ფული პოლიტიკაში“.
ფორუმის მიზანი იყო პოლიტიკური კორუფციის პრობლემების განხილვა უკრაინაში და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მაგალითის მოსმენა. ზურაბ აზნაურაშვილმა გამოსვლის დროს წარადგინა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმის დეტალებისა და პოლიტიკური ფინანსების გამჭირვალობის მნიშნელობის შესახებ.
გარდა ფორუმში მონაწილეობის მიღებისა, ვიზიტის დროს ზურაბ აზნაურაშვილმა 15 ნოემბერს შეხვედრა გამართა უკრაინაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხოლო 17 ნოემბერს შეხვდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებს.