სამუშაო შეხვედრა ეუთოს წარმომადგენლებთან

26 აპრილი, 2016

დღეს, 26 აპრილს, სახელწმიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შეაფასეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა საარჩევნო გარემო. ასევე განიხილეს მიმდინარე მონიტორინგის პროცესები, პოლიტიკური პარტიების მონიტორინგისა და ფინანსების კუთხით არსებული სიტუაცია.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა წინა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ასევე გამართეს, საქართველოს პარლამენტში,  ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.