შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
9
სექტემბერი,
2013
დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა მედიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნი კამპანიის ორთვიანი პერიოდის მონიტორინგის შედეგები გააცნო. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიღებული შემოწირულობებისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებისა და კანონის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებების შესახებ.