მონიტორინგის სამსახურის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

26 აგვისტო, 2013

დღეს, 26 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

შეხვედრის ფარგლებში მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.

შეხვედრაზე, ასევე განხილულ იქნა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები და კანონის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებები.