მონიტორინგის სამსახურის განცხადება

22 ივნისი, 2012

პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა პოლიტიკურ გაერთიანებათა სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონით დადგენილი მანდატის ფარგლებში ამოწმებს შემოწირულებათა კანონიერებას. მონიტორინგის პროცესში I ეტაპზე გამოვლინდა შემოწირულებათა გარკვეული კატეგორია, რომელთა დასაბუთებულობა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. (იხილეთ დანართი)

აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შეფასების მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, გამოკითხვის პროცედურას.