ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება

5 ივნისი, 2012

მიმდინარე წლის 5 ივნისს მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის მიერ ასურეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობის სადღესასწაულო სუფრით გამასპინძლების შესახებ.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ფაქტის შესწავლა ექცევა მონიტორინგის მანდატის ფარგლებში. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური გააგრძელებს ამ ფაქტთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევას და შედეგების თაობაზე ინფორმაციას დამატებით აცნობებს საზოგადოებას.

მონიტორინგის სამსახური ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ პირთან ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების პროცესში.