მონიტორინგის სამსახურის განცხადება

5 ივნისი, 2012

2012 წლის 5 ივნისს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში ხდებოდა მოქალაქეებისათვის ბუკლეტების დარიგება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს სთავაზობდნენ მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ თავისი თხოვნების დაფიქსირებას და პირდებოდნენ მათ მატერიალიზებას.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც გამოიხატება საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში.

ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მისი შესწავლა და რეაგირება