სამუშაო შეხვედრა პარტიებთან

13 მაისი, 2012

დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სამუშაო შეხვედრები გამართა პოლიტიკური სუბიექტების ფინანსურად ანგარიშვალდებულ პირებთან.

შეხვედრები მიზნად ისახავდა იმ ხარვეზებისა და უზუსტობების გასწორებას, რაც დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიებისგან გამოთხოვილ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე პერიოდის ფინანსურ დეკლარაციაში.

სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ 25-მდე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგებლები, რომლებსაც წარედგინათ კონტროლის პალატის რეკომენდაციები იდენტიფიცირებული ხარვეზებისა და დარღვევების შესახებ.

პარტიები ფინანსური დეკლარაციების დაზუსტებულ ფორმებს კონტროლის პალატას მიმდინარე კვირის ბოლომდე წარუდგენენ.