განცხადება სს „ქართუ ბანკის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით

12 მარტი, 2012

დღეს, 2012 წ. 12 მარტს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე, დააჯარიმა სს "ქართუ ბანკი“ უკანონო შემოწირულების ათმაგი ოდენობით - 822 040 ლარით.

კორუფციული სქემის მიხედვით, სს ,,ქართუ ბანკმა“ თავის თანამშრომლებს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია - 82 204 ლარი, ამ თანხის აიპ ,,საზოგადოებრივი მოძრაობა - "ქართული ოცნებისთვის“ შემდგომი გადარიცხვის მიზნით.

ამ ფაქტს ადასტურებენ სს ,,ქართუ ბანკის“ თანამშრომლები - რ.ქურდაძე და ზ. ხუხუნეიშვილი. რ. ქურდაძემ პრემიის სახით მიიღო - 44 400 ლარი, ხოლო ზ. ხუხუნეიშვილმა - 37 804 ლარი, თუმცა შემდგომ მათ უარი განაცხადეს უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე.