2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დროს ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ

1 სექტემბერი, 2023

2022 წლის 30 ნოემბერს, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებში გადმოვიდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ“ სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 25 აგვისტოს N 4 ბრძანების შესაბამისად, ფინანსური ანგარიშები ქვემოთ მოცემული გრაფიკით წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) მითითებული ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: documents@acb.gov.ge და ელექტრონული ფორმით (Excel) ამავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

•    ინფორმაცია 2023 წლის 23 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით − 16 სექტემბრამდე; 
•    ინფორმაცია 2023 წლის 13 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით − 5 ოქტომბრამდე; 
•    ინფორმაცია 2023 წლის 2 აგვისტოდან 1 ოქტომბრის ჩათვლით − 13 ოქტომბრამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა); 
•    ინფორმაცია 2023 წლის 2 აგვისტოდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე − შედეგების გამოქვეყნებიდან ერთ თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა), ასევე აუდიტორული დასკვნა, თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი აღემატება 10 000 (ათი ათასს) ლარს; 
•    პირველი ტურის კენჭისყრის დღის (1 ოქტომბერი) შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში − მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე  (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა); 
•    ინფორმაცია 2023 წლის 2 აგვისტოდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთ თვეში (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა), ასევე აუდიტორული დასკვნა, თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი აღემატება 10 000 (ათი ათასს) ლარს.

ანგარიშგების ფორმები და განცხადების ნიმუშები განთავსებულია სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ოფიციალურ ვებგვერდზე: acb.gov.ge -> პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი  -> დეკლარაციები -> დეკლარაციის ფორმები და განცხადების ნიმუშები.
სსიპ-ანტიკორუფციულ ბიუროს ასევე წარედგინება ინფორმაცია შემდეგი პერიოდულობით:

•    ინფორმაცია შემოწირულების მიღების, საწევრო შენატანების განხორციელების შესახებ − 5 სამუშაო დღის ვადაში;
•    ინფორმაცია ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის შესახებ საარჩევნო პერიოდში − საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშთან ერთად;
•    ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის შესახებ საარჩევნო პერიოდში − საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშთან ერთად.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი 
ელფოსტის მისამართი: documents@acb.gov.ge, info@acb.gov.ge
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, პ.ინგოროყვას ქ. N 7