სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სერბეთის ანტიკორუფციული სააგენტოს სასწავლო სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14 დეკემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტში სერბეთის კორუფციის პრევენციის სააგენტოსთვის სასწავლო სემინარი გაიმართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა სერბ კოლეგებს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონლაინ სივრცეში კამპანიის წარმართვისას ხარჯების და დაფინანსების ნაწილში მესამე მხარის ჩართულობის ეფექტურ ზედამხედველობას, ასევე სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

სასწავლო ვიზიტი სერბეთის კორუფციის პრევენციის სააგენტოსთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით შედგა.