პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს IFES-ის სამუშაო შეხვედრაში

20 აპრილი, 2023

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ევროპის რეგიონული ოფისის ორგანიზებით, ქ. პრაღაში (ჩეხეთი) ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „პოლიტიკური ფინანსების ადმინისტრირება და ზედამხედველობა“.

შეხვედრაში  15-მდე ქვეყნის ცესკო-ების, ანტიკორუფციული სამსახურებისა და უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გამოცდილება. 

ვორქშოფის ფარგლებში, ასევე გაიმართა დისკუსია პოლიტიკური ფინანსების პოტენციური დარღვევების გამოვლენისა და საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობის შესახებ.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა წარადგინეს პრეზენტაციები „ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები  - თანამშრომლობა და მიმართვის მექანიზმები“ და „ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში“. შეხვედრის მონაწილეები ასევე დაინტერესდნენ დეპარტამენტში დანერგილი პრაქტიკით, ადმინისტრირების პროცედურების, მასალების მოკვლევისა და  გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები - ირაკლი ტურავა და გვანცა იორდანიშვილი. 

პოლიტიკური ფინანსების ადმინისტრირება და ზედამხედველობა პოლიტიკური ფინანსების ადმინისტრირება და ზედამხედველობა  პოლიტიკური ფინანსების ადმინისტრირება და ზედამხედველობა