პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27 ნოემბერი, 2022

ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

ევროპის საბჭოს ექსპერტებმა  პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს  პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის პროცესში ინფორმაციის თავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებზე,  საჯარო ინფორმაციის პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებსა და პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობაზე ევროპაში არსებული  საუკეთესო პრაქტიკები გააცნეს. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმართულებით  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიდგომების და საქმიანობის შესახებ ისაუბრა პოლიტიკური ფინანსების  მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ქოჩიაშვილმა.  

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ევროპის საბჭოს ექსპერტები თეა ძიმისტარაშვილი და ივ მარი-დუბლე უძღვებოდნენ, ევროსაბჭოს მხარდაჭერილი პროექტის - „საქართველოში საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და მთლიანობის ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა.