ონლაინ კამპანიის გამჭვირვალობის პრაქტიკასთან დაკავშირებით, 10 ქვეყნის მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2 დეკემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ბესიკ ქოჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო, ქალაქ პრაღაში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებულ ონლაინ კამპანიის გამჭვირვალობის პრაქტიკასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაში.

საარჩევნო ონლაინ კამპანიის გამჭვირვალობის და ონლაინ კამპანიის დარღვევების გამოვლენის უზრუნველსაყოფად, IFES თანამშრომლობს და ეხმარება გლობალური ონლაინ კამპანიის გამჭვირვალობის პრაქტიკის საზოგადოებას (OCT CoP), რომელიც აერთიანებს ორგანიზაციული და ინსტიტუციური პარტნიორების სპეციალიზებულ აუდიტორიას. მათი მიზანია, ხელი შეუწყონ ინფორმაციის და გლობალური მიდგომების პრაქტიკის გაცვლას.

პრაღაში გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ 10 ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველობაზე მომუშავე უწყების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემური წრეებიდან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის მიდგომები ონლაინ საარჩევნო კამპანიის მონიტორინგთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გამოწვევები, რასაც მონიტორინგის პროცესში აწყდებიან ონლაინ კამპანიის მიმდინარეობის დროს. გაიმართა დისკუსია მონიტორინგის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს შორის და გაზიარებულ იქნა მათი ხედვები ონლაინ კამპანიის მონიტორინგის მეთოდებთან დაკავშირებით.